საქართველოს ციფრული სუვერენიტეტის
დაცვისა და განვითარების დღეები

2026, 28 მაისი - 29 მაისი

ეძღვნება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების
1700 წლისთავის საიუბილეო თარიღსა და იოანე ზოსიმეს ხელნაწერის
"ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ" საქართველოში საბოლოოდ დავანებას

მეორე საერთაშორისო კონფერენცია

„საქართველოს სახელმწიფო ენები ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ეკონომიკის

ეპოქაში - კულტურული და ტექნოლოგიური ასპექტები“

მიძღვნა და მოწოდება

საქართველოს ციფრული სუვერენიტეტის დაცვისა და განვითარების საიუბილეო დღეებით დაგეგმილი სამეცნიერო ღონისძიებები ტარდება მოწოდებით „ქართული და აფხაზური ენებით, კულტურებითა და ტრადიციებით მშვიდობიანად გაერთიანებული საქართველოთი ღმერთის ადამიანების მომავლის ციფრულ სამყაროში“, რითაც ჩვენ, გვესმის რა ისტორიული პროცესების განვითარებაში პიროვნებების წარმმართველი როლი და მნიშვნელობა, პატივს მივაგებთ მოციქულთასწორის წმინდა ნინოს შემდგომ საქართველოს კიდევ ერთი განმანათლებლის, უწმიდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთის და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, თანამედროვე ქართველი ერის დიდი მამის ილია მეორის დიდ ღვაწლს დღევანდელი მართლმადიდებელი და მშვიდობიანი საქართველოს ღირსეული აწმყოსთვის.


საიუბილეო დღეების ორგანიზატორები,
მიზნები და სულისკვეთება

საქართველოს ციფრული სუვერენიტეტის დაცვისა და განვითარების საიუბილეო დღეები ტარდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სტუ ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტისა და სტუ საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით და მის მიზნებშია ქართული და აფხაზური ენებისა და აზროვნებების იზომორფული მათემატიკური თეორიებისა და ამ თეორიების საფუძველზე მანუალური და ავტომატური სწავლის უნარებით აღჭურვილი ქართული და აფხაზური ენებისა და აზროვნებების სრულყოფილად მცოდნე ხელოვნური ინტელექტუალური კომპიუტერული სისტემების ანუ, მოკლედ, სრულყოფილი ქართული და აფხაზური კომპიუტერული „ტვინების“ შემუშავების პროცესების ხელშეწყობა, რაც, მთლიანობაში, გასაგებს ხდის, რომ საქართველოს ციფრული სუვერენიტეტის დაცვისა და განვითარების დღეების სულისკვეთება მიზნობრივად სრულად პასუხობს 2024 წლის 19 მარტს საქართველოს პრემიერის, ბატონი ირაკლი კობახიძის შემდეგი სიტყვებით „დღევანდელ მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტის განვითარების გარეშე გლობალურ კონკურენციაში ღირსეული ადგილის დამკვიდრება შეუძლებელია“ მეტად მოკლედ და მეტად მკაფიოდ გამოკვეთილი სამთავრობო პოლიტიკის სულისკვეთებას.


საქართველოს ციფრული სუვერენიტეტის დაცვისა და განვითარების საიუბილეო დღეების ფარგლებში დაგეგმილი კონფერენციის მიზნების ზოგადი მიმოხილვა

საქართველოს ციფრული სუვერენიტეტის დაცვისა და განვითარების საიუბილეო დღეების ფარგლებში დაგეგმილია მეორე საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს სახელმწიფო ენები ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ეკონომიკის ეპოქაში - კულტურული და ტექნოლოგიური ასპექტები“ (საკონფერენციო დღეებია 28 - 29 მაისი) რომლის მიზნები, ისევე როგორც ამავე დასახელების პირველი კონფერენციის მიზნები, სრულად ეხმიანება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული საქართველოს სახელმწიფო ენების სრული ტექნოლოგიური უზრუნველყოფის 2025-2029 წლების საბიუჯეტო სამოქმედო გეგმის საქართველოს მთავრობის მიერ უკვე მხარდაჭერილ მიზნებს (იხილეთ geoanbani.com მისამართის მე-5 - 125-ე გვერდებზე განთავსებული საინსტიტუტო პროექტი) და ეს მიზნებია საქართველოს ციფრული სუვერენიტეტის დაცვისა და განვითარების დღეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ხელშეწყობა.
     გარდა ამისა, ეს ყოველწლიური კონფერენციები ტარდება იმ მიზნით, რომ საქართველოს მთავრობას უწყვეტ რეჟიმში ანუ წლიდან - წლამდე საშუალება ჰქონდეს თვალი ადევნოს ქართული და აფხაზური ენების სრული ტექნოლოგიური უზრუნველყოფის მიზნით ქვეყანაში მიმდინარე კვლევითი პროცესების შედეგების დინამიკას, რაც ამ უკვე კარს მომდგარი სრულყოფილი ხელოვნური ინტელექტისა და სრულმასშტაბიანი ციფრული ეკონომიკის მიჯნაზე საშუალებას მოგვცემს ზუსტად და საფუძვლიანად განვსაზღვროთ იმ აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯების რიგითობა, რომელთა გარეშე ვერაფრით მოხერხდება ქართულ და აფხაზურ ენებს შევუნარჩუნოთ და გავუღრმაოთ კულტურის მატარებელი და მაწარმოებელი ენის დღევანდელი ღირსეული სტატუსი.


საქართველოს ციფრული სუვერენიტეტის დაცვისა და განვითარების საიუბილეო დღეების ფარგლებში დაგეგმილი კონფერენციის მიზნები

მეორე საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს სახელმწიფო ენები ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ეკონომიკის ეპოქაში - კულტურული და ტექნოლოგიური ასპექტები“ მიზნებშია ტექნოლოგიური თვალსაზრისებით არასაკმარისად მხარდაჭერილი საქართველოს მთავარი სახელმწიფო ენის - ქართულის და ამავე ტექნოლოგიური თვალსაზრისებით კიდევ უფრო ნაკლებ მხარდაჭერილი საქართველოს მეორე სახელმწიფო ენის - აფხაზურის (იხილეთ geoanbani.com მისამართზე განთავსებული საინსტიტუტო პროექტის მე-5 – 31-ე გვერდებზე განთავსებული მასალა) სრული ტექნოლოგიური უზრუნველყოფის პროცესების ხელშეწყობა და ამ გზით საქართველოს ციფრული სუვერენიტეტის დაცვა და განვითარება. - ამას ჩვენი წინაპრების უდრეკი რწმენით, თავდადებული ბრძოლით და დაუღალავი შრომით დღემდე ჩვენამდე მოტანილი მამულის, ენისა და სარწმუნოების დაცვის ეროვნული პასუხისმგებლობის გარდა, გვავალდებულებს აგრეთვე სახელმწიფო ენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტი ანუ „სახელმწიფო ენის სრული ტექნოლოგიური უზრუნველყოფის“ ქვეპუნქტი.
        ქართული და აფხაზური ენების სრული ტექნოლოგიური უზრუნველყოფა, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, გულისხმობს თითქმის სრულყოფილი ქართული და აფხაზური კომპიუტერული „ტვინების“ ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქართული და აფხაზური ენების სამომავლოდ აუცილებელი ტექნოლოგიური ანბანების შემუშავებას, რაც, მთლიანობაში, ქართული და აფხაზური ენებისთვის ხელოვნური ინტელექტის ეპოქალური მნიშვნელობების მქონე ამოცანების სრული და ამომწურავი გადაწყვეტების მოძიების ტოლფასია.
        აქედან გამომდინარე, კონფერენციის ორგანიზატორები მივესალმებით ენობრივი რესურსების, ენობრივი ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და ცოდნის ინჟინერიის მიმართულებით წარმოებული კვლევების ამსახველ მოხსენებებს.
        თუმცა, ჩვენ განსაკუთრებით მივესალმებით ქართული და აფხაზური ენობრივი რესურსების, ქართული და აფხაზური ენობრივი ტექნოლოგიების, ქართულ და აფხაზურ ენებში ხელოვნური ინტელექტუალური სისტემების და ქართული და აფხაზური ენებით ცოდნის ინჟინერიის მიმართულებით წარმოებული კვლევების ამსახველ მოხსენებებს მიუხედავად იმისა, იქნება ეს ტექნოლოგიური პროდუქტის, ალგორითმული გადაწყვეტის, თეორიული სისტემის თუ ფილოსოფიური ხედვის ამსახველი.


კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის

კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მსურველებს ვთხოვთ 2026 წლის 15 მაისამდე საკონტაქტო მეილზე გადმოაგზავნონ ერთგვერდიანი საკონფერენციო თეზისი ინგლისურ და ან ქართულ ან აფხაზურ ენებზე წარმოდგენილი ნიმუშების მიხედვით. კონფერენციის ძირითადი სამუშაო ენაა ქართული, ასევე აფხაზური.




ამონაწერი საქართველოს კონსტიტუციიდან

საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში − აგრეთვე აფხაზური. სახელმწიფო ენა დაცულია ორგანული კანონით.

26 მაისი, დამოუკიდებლობის დღე, 28 და 29 მაისი, საქართველოს ციფრული სუვერენიტეტის დაცვისა და განვითარების დღეები

“სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას?“ - ილია ჭავჭავაძე, 1837, 8 ნოემბერი - 1907, 12 სექტემბერი , წიწამური.

„როდესაც დედ-მამა შვილებს აშორებს დედა-ენასა და მის ნაცვლად აზეპირებინებს რომელსამე უცხო ენასა, რასა შვება იგი ამით? უდიდეს და უბადლო მოძღვარს ხელიდან ართმევს თავისს შვილებსა და აბარებს მათ უხეირო და უსულდგმულო მასწავლებელს. სრულიად საჭირო არ არის შორს გამჭვრეტი ჭკუა, რომ ამისთანა ბავშვს კაცმა უწინასწარმეტყველოს უნუგეშო მომავალი.“ - იაკობ გოგებაშვილი, 1840, 27 ოქტომბერი - 1912, 14 ივნისი .

„იოანე-ზოსიმეს გაგებით „ყოველი საიდუმლო“ ქართულ მოდგმაში და მის ენაში „დამარხულ არს“ ჯერ კიდევ იმ პრეისტორიული ხანიდან, როდესაც ქართული ენა იყო მოგვთა ენა, პირველადი მისტერიების ენა ღმერთებთან ურთიერთობისათვის შექმნილი. ამიტომაც არის შემონახული მისტერიების „ყოველი საიდუმლო“ ქართულ ენაში, ქართულ კულტურაში. ამიტომ ქართულ ენა ლაზარეა ყველა ენებს შორის, იგი პირველადი ენაა, მთავარი ენაა, ისევე როგორც ლაზარე-იოანე იყო მთავარი მოციქული იესო ქრისტესი, მოწაფე „რომელი უყვარდა იესოს“ და რომელიც იყო მისი უახლოესი სულიერი მეგობარი, იგი იყო ამავე დროს ძეობილი ღვთისმშობლისა, ისევე როგორც საქართველო ღვთისმშობლის წილხვდომილი.“ - ზვიად გამსახურდია, 1939, 31 მარტი - 1993, 31 დეკემბერი , საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი , დაიწერა 1980-იან წლებში, გამოქვეყნდა 1987-1988 წლებში.


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

კონფერენციის პროგრამა

28 მაისი, ხუთშაბათი.

მზადდება

29 მაისი, პარასკევი.

მზადდება

მომხსენებლები და მოხსენებები

speaker 10

სახელი გვარი

საზაფხულო სკოლაში იგი წაიკითხავს სალექციო კურსს „დამტკიცების და ამოხსნის მეთოდები ურანგო ლოგიკურ თეორიებში“.

speaker 5

სახელი გვარი

საზაფხულო სკოლაში იგი წაიკითხავს სალექციო კურსს „ლოგიკური გრამატიკები ბუნებრივი ენებისთვის: სინტაქსი, სემანტიკა და მათი ურთიერთმიმართება“

speaker 1

სახელი გვარი

საზაფხულო სკოლის ხელმძღვანელი

საიუბილეო ღონისძიებების ორგანიზატორები

საიუბილეო ღონისძიების საორგანიზაციო და პროგრამული კომიტეტის თანათავმჯდომარეები:

  • დავით გურგენიძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი და აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი
  • არჩილ ფრანგიშვილი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი
  • რამაზ ხუროძე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი
  • მიხეილ ჯანიკაშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერთა საბჭოს წევრი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი
  • თამარ ლომინაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერთა საბჭოს წევრი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი
  • ივანე ჯაგოდნიშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი
  • თალიკო ჟვანია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი
  • ლილი პეტრიაშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი
  • ზურაბ გასიტაშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტის მენეჯერი, პროფესორი
  • მარიამ ჩხაიძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი
  • თემურ კუცია სიმბოლური გამოთვლების კვლევითი ინსტიტუტი, იოჰანეს კეპლერის უნივერსიტეტი, ლინცი, ავსტრია
  • ალექსანდრე მასხარაშვილი ილინოისის ურბანა-შამპეინის უნივერსიტეტი, ლიბერალური ხელოვნებისა და მეცნიერების კოლეჯის ლინგვისტიკის დეპარტამენტი
  • ბესიკ დუნდუა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თსუ გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის პროგრამირების განყოფილების ხელმძღვანელი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების სამეცნიერო საბჭოს წევრი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სენატის წევრი
  • მიხეილ რუხაია თსუ გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის ლოგიკისა და დაპროგრამირების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
  • შალვა მალიძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ქართული და აფხაზური ენობრივი რესურსებისა და ტექნოლოგიების ლაბორატორიის ხელმძღვანელი
  • ბიძინა ლემონჯავა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სენატის წევრი
  • დავით გეგია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი
  • რიტა მარღანია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ქართული და აფხაზური ენობრივი რესურსებისა და ტექნოლოგიების ლაბორატორიის აფხაზური ენის სპეციალისტი
  • კონსტანტინე ფხაკაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი და სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, ინსტიტუტის ლოგიკის, ენისა და ხელოვნური ინტელექტის განყოფილების ხელმძღვანელი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერთა საბჭოს წევრი, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ექსპერტთა კომისიის წევრი

ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტის წევრები:

  • ლერი კობახიძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, პროფესორი
  • დავით კურცხალია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ქართული და აფხაზური ენობრივი რესურსებისა და ტექნოლოგიების ლაბორატორიის პროგრამისტი
  • ლუკა ფხაკაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ქართული და აფხაზური ენობრივი რესურსებისა და ტექნოლოგიების ლაბორატორიის პროგრამისტი
  • ნათია ჩიხლაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ქართული და აფხაზური ენობრივი რესურსებისა და ტექნოლოგიების ლაბორატორიის IT სპეციალისტი
  • ნოდარ ზარიძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ლოგიკის, ენისა და ხელოვნური ინტელექტის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი

არქივი

  • სტუდენტებისთვის და არამხოლოდ მათთვის ანუ დასტურად იმისა, რომ ქართული აკადემიური და საუნივერსიტეტო აზრი ყოველთვის იყო ჯანსაღი პროგრესული მოვლენების წინახაზზე, ანუ, როგორც ჩანს, დადგა დრო ვიზრუნოთ წინა წლებში შეგნებულად შელახული ქართული სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცის ავტორიტეტის აღდგენაზე:

    • „საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, გაიხსნა კონფერენციათა ციკლი, რომელზეც მკვლევრები აფხაზური ენის ციფრული კვდომის საფრთხეებისგან დაცვისა და მისი განვითარების აქტუალურ საკითხებზე იმსჯელებენ. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დროებით ოკუპირებული აფხაზეთი საქართველოს დიდი ტკივილია, ხოლო აფხაზური ენა, რომელიც ქართულთან ერთად, აფხაზეთის ტერიტორიაზე სახელმწიფო ენაა და საქართველოს ისტორიისა და კულტურის შემადგენელი ნაწილია, მისი დაცვა-შენარჩუნება და შესწავლა მეცნიერთათვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ენა მრავალმხრივი და მუდმივად განვითარებადი ფენომენია, რომელიც არა მხოლოდ კომუნიკაციის, არამედ სახელმწიფოს განვითარების, მისი ეკონომიკური და კულტურული მდგრადობის საფუძველია. შესაბამისად, ქართული და აფხაზური ენების გაციფრულება და მათი ტექნოლოგიური განვითარება ჩვენი საერთო ეროვნული ამოცანაა. უაღრესად მნიშვნელოვანია ის, რასაც ქართული სახელმწიფო აკეთებს აფხაზური ეთნოსის, ენისა და კულტურის დასაცავად. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წარმატებით მოქმედებს საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების კვლევითი ინსტიტუტი. ჩვენი უნივერსიტეტი და სამეცნიერო წრეები ღრმად აცნობიერებენ ისტორიულ პასუხისმგებლობას და ჩართულნი არიან სახელმწიფო ენების დაცვა- შენარჩუნების პროცესში, რათა აკადემიური ცოდნის, სამეცნიერო კვლევისა და ინოვაციის გზით უზრუნველყონ ბუნებრივი ენების ადგილი ციფრულ და ხელოვნური ინტელექტის სისტემებში; იმ მიზნით, რომ ქართული და აფხაზური ენები არ დარჩეს მხოლოდ წარსულ მემკვიდრეობად, არამედ გახდეს მომავლის ციფრული კულტურის ნაწილი.“ - პროფესორი თამარ წერეთელი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, 2025 წლის 27 ოქტომბერი , აფხაზური ენის დღე, კონფერენციათა ციკლის - „საქართველოს სახელმწიფო ენები ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ეკონომიკის ეპოქაში - კულტურული და ტექნოლოგიური ასპექტები“ - გახსნა.
    • „21-ე საუკუნეში, მსოფლიოს ქვეყნები და ერები კიდევ ერთხელ დადგნენ თავიანთი ენებისთვის ტექნოლოგიური ანბანების შემუშავების აუცილებლობის წინაშე, რაც ამ ენებისა და ამ ენებით მოცემული სააზროვნო და საკომუნიკაციო სისტემების სრულყოფილად მცოდნე, ინტელექტუალური კომპიუტერული სისტემების შემუშავებას გულისხმობს. გამოწვევა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვისაც, სადაც ორი სახელმწიფო ენაა - ქართული და აფხაზური. ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ასეთი ტექნოლოგიური ანბანების არმქონე ენები განწირულნი არიან ციფრული კვდომისთვის, რაც კულტურის მატარებელი და მაწარმოებელი ენის სტატუსის დაკარგვას ნიშნავს. პრობლემის გლობალურობიდან გამომდინარე, ევროპის საბჭო, დევიზით - „ენები მშვიდობისათვის“, ენების ევროპულ დღეს აღნიშნავს და ყურადღებას ამახვილებს ენების სამშვიდობო მისიაზე. საგულისხმოა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედებს „საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი“, რომლის ეგიდით 2020 წლიდან ჩვენს უნივერსიტეტში ქართული და აფხაზური ენების დღეებს არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება მიეძღვნა, მოწოდებით - „ქართული და აფხაზური ენებით ევროკავშირში“ - პროფესორი თამარ ლომინაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, 2025 წლის 25 სექტემბერი , ევროპული ენების დღე.
    • „აფხაზური ენა გაქრობის საფრთხის წინაშეა, ამდენად, უნივერსიტეტის მეცნიერებისთვის აფხაზური ენის დაცვის მიზნით ენის კვლევა და სამეცნიერო შესწავლა ერთ-ერთი პრიორიტეტია. დროებით ოკუპირებული აფხაზეთი საქართველოს ტკივილია, ხოლო აფხაზური ენა, რომელიც ქართულთან ერთად, აფხაზეთის ტერიტორიაზე სახელმწიფო ენაა, საქართველოს ისტორიისა და კულტურის შემადგენელი ნაწილია. ძნელია ემოციების გარეშე ისაუბრო აფხაზეთზე. გვჯერა, რომ ჩვენი ხელისუფლების კეთილგონივრული, მშვიდობიანი ნაბიჯებით, აფხაზეთი დედა-სამშობლოს წიაღს აუცილებლად დაუბრუნდება.“ - პროფესორი თამარ წერეთელი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, 2024 წლის 28 ოქტომბერი , აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნით.
    • „2023 წლის 27 ოქტომბერს, 17:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, ნიკო ნიკოლაძის საკონფერენციო დარბაზში, რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ქართულ და აფხაზურ საზოგადოებას საქართველოს მეორე სახელმწიფო ენის - აფხაზური ენის დღეს მიულოცავს და გახსნის სემინარს „ქართული და აფხაზური ენებით ევროკავშირში, ანუ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დაფუძნება-ამოქმედების პროექტის პრეზენტაცია“. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, 2023 წლის 26 ოქტომბერი .
    • 5. „აფხაზური ენის დღეს განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს დებსა და ძმებს, ვისთვისაც აფხაზური ენა მშობლიურია, ასევე მათ, ვისთვისაც აფხაზური ენისა და კულტურის შენარჩუნება მნიშვნელოვანი ღირებულებაა. ღონისძიებას ესწრებიან სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიის წევრი, სტუ- ის საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების ცენტრის დირექტორი, ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის პროფესორი კონსტანტინე ფხაკაძე და ილინოისის უნივერსიტეტის ენათმეცნიერების დეპარტამენტის ასისტენტ- პროფესორი გამოთვლით ლინგვისტიკაში, ალექსანდრე მასხარაშვილი, მეცნიერები, რომელთაც დიდი ღვაწლი მიუძღვით აფხაზური ენის ტექნოლოგიური შესწავლისა და შენარჩუნების საქმეში. ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში, დიდი ივანე ჯავახიშვილი ამბობდა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის კავკასიური ენების, პირველ რიგში, აფხაზური ენის შესწავლას, დაცვას, გარდა სამეცნიეროსი, აქვს პოლიტიკური მნიშვნელობა. დღეს ორმაგად მნიშვნელოვანია დავიცვათ ენა, რომელსაც გაქრობა ემუქრება. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რამდენიმე წელია ამ მიმართულებით მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა. გადაწყდა, რომ უნივერსიტეტში დაფუძნდება კვლევითი ინსტიტუტი. ეს იქნება, ენის გადასარჩენად, ჩვენი მხრიდან შეტანილი მცირედი, მაგრამ მნიშვნელოვანი წვლილი. მინდა კიდევ ერთხელ სრული მხარდაჭერა აღვუთქვა ამ საკითხზე მომუშავე მეცნიერებს და წარმატებები ვუსურვო მათ.“ – აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, 2023 წლის 27 ოქტომბერი , აფხაზური ენის დღე.
    • 6. „აფხაზური ენა გაქრობის საფრთხის წინაშეა, ამდენად მისი დაცვა- შენარჩუნება, კონსტიტუციურ ვალდებულებასთან ერთად, აფხაზურ საზოგადოებასთან შერიგების ერთ-ერთ მთავარ მდგენელს წარმოადგენს.“ – აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, 2023 წლის 27 ოქტომბერი , აფხაზური ენის დღე.
    • 7. „უნივერსიტეტი ის ადგილია, სადაც სახელმწიფოს აწმყო და მომავალი იჭედება.“ - აკადემიკოსი დავით გურგენიძე , საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, 2023 წლის ივლისი.
    • 8. „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, წარმოადგენს რა ქართული აკადემიური მეცნიერების მრავალმხრივი მემკვიდრეობის ერთ- ერთ უმთავრეს შემნახველს, სიღრმისეულად არის დაინტერესებული ქართული სახელმწიფო ენის სიმდიდრისა და შესაძლებლობების შენარჩუნებითა და განვითარებით, რამდენადაც უპირველესად სწორედ მასში გამოვლინდება ქვეყნის ინტელექტუალური წარმატების, მეცნიერებისა და განათლების შემდგომი პროგრესის შესაძლებლობები. სახელმწიფო ენის ბედი, მისი ავკარგი პირდაპირ არის დაკავშირებული მისი სრულფასოვნების, პოლიფუნქციონირების შენარჩუნებასთან მსოფლიოს თანამედროვე უსწრაფესი საინფორმაციო-ტექნოლოგიური განვითარების პირობებში.“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი , საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, 2015 წლის 29 მაისი .
    • 9. „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ინიციატივითა და კომიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „კომპიუტერის სრული პროგრამულ- მომსახურეობითი მოქცევა ბუნებრივ ქართულ ენობრივ გარემოში“. პროექტს დიდი სახელმწიფო მხარდაჭერა აქვს. მისი აქტუალობა დღეს არავითარ ეჭვს არ იწვევს, რადგან ეს არის ქართული ენის, როგორც კულტურული ფენომენის შენარჩუნება-გადარჩენის, მისი განვითარებისა და შესწავლის გაღრმავების საშუალება და ეროვნული ცნობიერების განმტკიცების ერთ- ერთი უმნიშვნელოვანესი გზა. ამ ჭეშმარიტად ეროვნულ საქმეს საერთო მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.“ - აკადემიკოსი ნოდარ ამაღლობელი , საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე, 2002 წლის 19 ივლისი .
    • 10. „საუკუნისა და ათასწლეულის დასაწყისი კიდევ ერთხელ გვავალდებულებს გავაცნობიეროთ, რომ ეპოქის ეს კალენდარული ცვლილება დაემთხვა კაცობრიობის არსებობისთვის აუცილებელ არსებითად ახალ, თვისებრივ გამოწვევებს. ჩვენ ვცხოვრობთ რთული ისტორიული გამოწვევებისა და ახალი პლანეტარული რეალობების დაბადების პერიოდში, რაც მთლიანად განსაზღვრავს მის მომავალ განვითარებას. ეს არის „ციფრული რევოლუციისა“ და „ინფორმაციული საზოგადოების“ შექმნის ერა, ყველა თანმხლები რთული პრობლემებითა და მიზნებით. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მომავალი განვითარება და ჩვენი, როგორც თვითმყოფადი ერის არსებობა, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შევძლებთ ამ გამოწვევების მიღებას, მათზე რეაგირებასა და იმ ეპოქალური ამოცანების გადაწყვეტას, რაც საუკუნეებ გამოვლილ ჩვენს ერს აწმყომ მოუტანა. გარდა ამისა, აუცილებელია ითქვას ისიც, რომ საქართველოს, თავისი უნიკალური კულტურითა და უმდიდრესი ისტორიული გამოცდილებით, ნამდვილად აქვს პოტენციალი იმისა, რომ გაუმკლავდეს ამ ურთულეს ინოვაციებს და განვითარებულ ერებს არ ჩამორჩეს ამ ახალი საზოგადოებისა და ამ ახალი პლანეტარული რეალობების შექმნაში. ამგვარად, ხელისუფლების პირდაპირი ამოცანა და განუყოფელი პასუხისმგებლობაა გამოიყენოს ეს არსებული პოტენციალი და შექმნას შესაბამისი სახელმწიფოებრივი, სამართლებრივი, ეკონომიკური ან/და ყველა სხვა სახის პირობები მისი სრული აქტივაციისთვის“ - საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე , 2002 წლის სექტემბერი - ოქტომბერი.
    • 11. „დავსვათ კითხვა: რას ნიშნავს კომპიუტერის ბუნებრივ ენობრივ გარემოში სრული პროგრამული და მომსახურეობითი მოქცევა? და როგორ პერსპექტივებს ითვალისწინებს ამგვარი მოვლენა? ... ჩვეულებრივი რიგითი ადამიანისთვის ეს ნიშნავს მისი მშობლიური ენით კომპიუტერთან სრულ და თავისუფალ ინტელექტუალურ ურთიერთობაში შესვლას ნებისმიერი შესაძლო მიზნისა და საჭიროების შემთხვევაში: კითხვის დასმას, მისგან დასმულ კითხვაზე პასუხის მიღებას, თავისი მოსაზრების მასთან გაზიარებასა და დაზუსტებას, რაც, მთლიანობაში, იმას ნიშნავს, რომ ამგვარ პირობებში ჩაყენებული კომპიუტერი ადამიანის, როგორც ზრდასრულის, ისე მოზარდის, დაუზარებელი ინტელექტუალური პარტნიორი ხდება. დღევანდელი ტენდენციებიდან გამომდინარე ამგვარ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ! - როდის მოხდება ეს? - რამდენი წელი დასჭირდება ამ პერსპექტივების რეალობად ქცევას? - თხუთმეტი, ოცი თუ ოცდაათი, ან იქნებ უფრო ნაკლები, ან იქნებ უფრო მეტი, ეს ძნელი სათქმელია, მაგრამ ის, რომ ამგვარი უნარებით აღჭურვილი კომპიუტერი იქნება, და რომ ყველა სხვა ფუნქციებთან ერთად ის საკმაოდ დიდი მოცულობით თავის თავზე აიღებს უღალატო და დაუზარებელი მასწავლებლის ფუნქციას, ეს უდავოა! - და აქედან გამომდინარე, სამომავლოდ, ის მოზარდი და ის ენობრივი საზოგადოება, რომელიც ასეთ ტექნიკურ საშუალებას მოკლებული იქნება, ვერ შეძლებს კულტურული თვალსაზრისებით მხარი აუბას მსოფლიო ცივილურ პროცესებს მისი მშობლიური ეროვნული ენის ფარგლებში. ამდენად, ამგვარ ინტელექტუალურ საშუალებას მოკლებული ეროვნული საზოგადოება, სამომავლოდ, იძულებული იქნება, ან საერთოდ უარი თქვას კულტურულ პერსპექტივაზე, ანდა წარმართოს იგი არაეროვნულ ენობრივ გარემოში! - აი ის ზოგადი და, ამავდროულად, ძირეული ხედვა, რომლის მიხედვითაც უნდა შეფასდეს ზემოთ აღნიშნული მიმართულებით კვლევების წარმოება, რაც, ვფიქრობთ, საკმარისი საფუძველია ამ მიმართულებით კვლევების ეროვნულ პრიორიტეტულ მიმართულებათა შორის განსასაზღვრავად. - აქ ხომ ქართული ენის კულტურული ფუნქციების და აქედან გამომდინარე ქართველი ერის კულტურული მერმისის გადარჩენა- შენარჩუნებაზეა საუბარი!“ - კონსტანტინე ფხაკაძე, სტუ საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, ფრაგმენტი 2000-2001 წლებში შემუშავებული თსუ სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამიდან „კომპიუტერის სრული პროგრამულ-მომსახურეობითი მოქცევა ბუნებრივ ქართულ ენობრივ გარემოში“.
    • 12. „მათემატიკური ლოგიკის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა იყო და დღესაც რჩება მათემატიკური მეცნიერების საფუძვლების ანალიზი. მაგრამ, ახლა, მათემატიკური ლოგიკა უკვე გამოვიდა ამ თავდაპირველი ამოცანის ჩარჩოდან და არსებით გავლენას ახდენს მთელი მათემატიკის განვითარებაზე. ამასთანავე, ეს, ერთი შეხედვით პრაქტიკისგან შორს მყოფი, მეტისმეტად თეორიული ხასიათის დარგი, პრაქტიკისათვის მეტად მნიშვნელოვან დარგად იქცა. ასე მაგალითად, მათემატიკური ლოგიკის აპარატმა დიდი გამოყენება პოვა სათვლელი მანქანების და სხვა ავტომატების კონსტრუირების საკითხებში. ... თუმცა ჩემი მოხსენების ძირითადი მიზანი არის არა ეს, არამედ ის, თუ რა ფორმით შეიძლება შეტანილ იქნას სკოლაში მათემატიკური ლოგიკის ელემენტები, რისი აუცილებლობაც დღეს უდავოა.“ - შალვა ფხაკაძე , კლასიკური მათემატიკური ლოგიკის ქართული სკოლის ფუძემდებელი, ფრაგმენტი მოხსენებიდან „მათემატიკური ლოგიკის ელემენტების საშუალო სკოლაში სწავლების შესაძლებლობის შესახებ“, მოხსენება მომზადდა და გაკეთდა 1972-1973 წლებში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში.

კონტაქტი

მისამართი

საქართველო, თბილისი, კოსტავას 77, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მე-6 კორპუსი, ოთახი 205 ბ , საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების სამეცნიერო კვლევითი ინტიტუტი

ტელეფონის ნომერი

+995 555 543 744

ელ-ფოსტა

[email protected]

მგზავრობა

  • ქუთაისის აეროპორტში (KUT)

    ქუთაისი არის ქალაქი დასავლეთ საქართველოში. თბილისიდან ქუთაისამდე 221 კილომეტრია და ქუთაისსა და თბილისს შორის საჭირო სამგზავრო დროა 3.5 საათი. ინფორმაცია ქუთაისიდან თბილისისკენ მიმავალ ავტობუსების შესახებ შეგიძლიათ მოიძიოთ ვებ-საიტზე: Gergian Bus Website WizzAir (დაბალი ღირებულების ავიაკომპანია) ფუნქციონირებს ქუთაისის აეროპორტში.WizzAir

    თბილისის აეროპორტში (TBS)

    თბილისის მიმართულებით ფრენები ძირითადად სრულდება Turkish Airlines, Lufthansa და Pegasus Airlines მიერ. Turkish Airlines Lufthansa Pegasus Airlines

  • საქართველოში ტაქსით მგზავრობა საკმაოდ იაფია (5-12 ლარი, დაახლოებით 2-4 ევრო). უცხოელებს ჩვენ გთავაზობთ იანდექს ტაქსის (Yandex Taxi) აპლიკაციას, რომელიც შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ გუგლ პლეი სტორი (Google Play Store) და ეფლი აფ სტორიდან (Apple App Store). საზოგადოებრივი ტრანსპორტი ასევე ხელმისაწვდომია. მიკროავტობუსი, ავტობუსი, მეტროს ხარჯები მხოლოდ 0.5 ლარს (დაახლოებით 0.2 ევროს) შეადგენს. ზოგიერთი მიკროავტობუსით მგზავრობა 0.8 ლარი (დაახლოებით 0.3 ევრო) ღირს.

;