2013.01.29_მოხსენების მოტივებისა და შემადგენლების მოკლე ანოტაცია_კ.ფხაკაძე
თსუ-ში ქართული ენის მათემატიკური დამუშავების ცენტრის ფორმირების თაობაზე.
* * *
28.12.2012 წერილი თსუ აკადემიურ საბჭოს
თსუ-ში ქართული ენის მათემატიკური დამუშავების ცენტრის ფორმირების თაობაზე.
* * *
ხმის სინთეზატორის სადემონსტრაციო ონლაინ ვერსია
წარმოგიდგენთ ჩვენს ჯგუფში შემუშავებული ხმის სინთეზატორის მიერ სინთეზირებულ ხმებს. ხმები სინთეზირებულია სხვადასხვა ხმების შესაბამისი მონაცემთა ბაზების გამოყენებით, გვაქვს მამაკაცის ხმის რამოდენიმე ვერსია და ქალის ხმის ერთი ვარიანტი. სინთეზირებულ ხმაზე არ შეიძლება ითქვას, რომ იგი ჟღერს ბუნებრივი მეტყველებასავით ვინაიდან ეს არის საცდელი ვერსია და პროექტის დაფინანსების შემთხვევაში მისი ხარისხი გაუმჯობესდება და მოექცევა ხმოვანი მართვის ფორმატში, რაც უსინათლო მომხმარებელსაც მისცემს სისტემით თავისუფლად სარგებლობის საშუალებას.
ხმის სინთეზატორის სადემონსტარციო ონლაინ ვერსია
* * *
23.02.2009 წერილი თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათ ფაკულტეტის აკადემიურ საბჭოს
ქართული ენის, ლოგიკისა და გამომთვლელის ღია ინსტიტუტის წევრებმა თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათ ფაკულტეტის აკადემიურ საბჭოს მიმართეს შემდეგ საკითხებზე:
1. ამავე ფაკულტეტზე ბუნებრივი ენების ლოგიკისა და მათემატიკური ლინგვისტიკის რეფორმით ბლოკირებული სასწავლო ხაზების შექმნა და მათემატიკური ლინგვისტიკის მიმართულებით საბაკალავრო მოდულის და სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ამოქმედება.
2. თსუ-ში "ბუნებრივი ენების ლოგიკისა და თანამედროვე მათემატიკური ლინგვისტიკის" ლაბორატორიის ჩამოყალიბება.
3. ბ-ნ რ. ბოჭორიშვილის არასაუნივერსიტეტო და არააკადემიური დამოკიდებულებები ზემოხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით.
16.02.2009 წერილი თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათ ფაკულტეტის აკადემიურ საბჭოს
თსუ-ში ამავე ფაკულტეტის მათემატიკის მაგისტრანტების სამაგისტრო საფეხურის სწავლების პრობლემების შესახებ.
02.02.2009 წერილი ი.ვეკუას სახ. გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორს
თხოვნა რათა გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში "ბუნებრივი ენების ლოგიკისა და თანამედროვე მათემატიკური ლინგვისტიკის" ლაბორატორიის დაფინანსების საკითხი დადებითად გადაწყდეს.
21.01.2009 წერილი თსუ-ის აკადემიურ საბჭოს
თხოვნა რათა თსუ-ში "ბუნებრივი ენების ლოგიკისა და გამოთვლითი ენათმეცნიერების" სამაგოსტრო პროგრამის ამუშავების საკითხი საბოლოოდ გადაწყდეს.
16.01.2009 წერილი თსუ-ის რექტორს
თხოვნა - თსუ-ში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულეტის მათემატიკის მიმართულებით სამაგოსტრო პროგრამის "ბუნებრივი ენების ლოგიკა და გამოთვლითი ენათმეცნიერება" ამუშავების საკითხი რომ გადაწყდეს უკვე მომავალი სემესტრიდან.
29.12.2008 წერილი თსუ-ის რექტორს
წერილი ეხება "ბუნებრივი ენების ლოგიკისა და თანამედროვე მათემატიკური ლინგვისტიკის" სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის ჯერ კიდევ გადაუწყვეტელ ფორმირების საკითხს.
10.12.2008 წერილი საქართველოს ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს
ქართული ენის, ლოგიკისა და გამომთვლელის ღია ინსტიტუტის წევრებმა წერილობითი თხოვნით მიმართეს საქართველოს ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს ბატონ თამაზ გამყრელიძეს.
28.11.2008 წერილი თსუ-ის რექტორს
ამა წლის 28 ნოემბერს ღია ინსტიტუტის წევრებმა თსუ-ის რექტორს პროფესორ გიორგი ხუბუას წარუდგინა სამაგისტრო პროგრამა "ბუნებრივი ენების ლოგიკა და გამოთვლითი ენათმეცნიერება".
* * *
International Conference on Modern Problems in Applied Mathematics
Dedicated to the 90th Anniversary of the Iv. Javakhishvili Tbilisi State University &
40th Anniversary of the I. Vekua Institute of Applied Mathematics (7-9 October, 2008, Tbilisi)
საერთაშორისო კონფერენცია - გამოყენებითი მათემატიკის თანამედროვე პრობლემები
ეძღვნება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლისთავს
და ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის 40 წლისთავს (7-9 ოქტომბერი, 2008წ, ქ. თბილისი)
კონფერენციის ოფიციალური საიტი
კონფერენციაზე ქელგ-ის ღია ინსტიტუტმა წარმოადგინა 2 მოხსენება:
1.
ABOUT 1-STAGE VOICE MANAGED GEORGIAN INTELLECTUAL COMPUTER SYSTEM
(პირველი საფეხურის ხმით მართვადი ქარტული ინტელექტუალური კომპიუტერული სისტემა)
ავტორები: კ. ფხაკაძე, გ. ჩიჩუა, ლ. აბზიანიძე, ა. მასხარაშვილი
2.
GEORGIAN LANGUAGES THESIS
(ქართული ენის თეზისი)
ავტორები: კ. ფხაკაძე, ა. მასხარაშვილი, ლ. აბზიანიძე
მოხსენების აბსტრაქტები
მოხსენება1 & პრეზენტაცია
მოხსენება2 & პრეზენტაცია