ჯგუფში შემუშავებულია 2 ხმის სინთეზატორი პროგრამა: სინთეზატორი1 (ავტორი - გიორგი ჩიჩუა) და სინთეზატორი2 (ავტორი - ალექსანდრე ვაშალომიძე). ეს პროგრამები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არის შექმნილი და იყენებს განსხვავებულ ალგორითმებს და მეთოდებს, შესაბამისად სინთეზირებული ხმებიც განსხვავდება ერთმანეთისაგან.
კერძოდ, კაცის ხმა-1, კაცის ხმა-2 და ქალის ხმა (მათი ფილტრიანი ვერსიებიც) არის სინთეზატორი1-ის მიერ დასინთეზირებული ხმები, ხოლო კაცის ხმა-3 (მისი ფილტრიანი ვერსიაც) - სინთეზატორი2-ის.