შალვა მალიძე არის ახალგაზრდა მეცნიერი. მისი ინტერდისციპლინარული სამეცნიერო ინტერესთა სფეროა ლოგიკა, ენა, ხელოვნური ინტელექტი. 2020 წელს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ PHDF-18-1228 პროექტზე „ქართული აფხაზური ენებით ევროკავშირში ანუ სადოქტორო თემა - ქართული უნივერსალური ჭკვიანი კორპუსის ახალი განმავითარებელი ინსტრუმენტებისა და მეთოდების შემუშავება და არსებულთა გაუმჯობესება“ გაღებული საგრანტო მხარდაჭერითა და კონსტანტინე ფხაკაძის ხელმძღვანელობით სტუ ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტში წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.
ამჟამად არის სტუ საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის წამყვანი მკვლევარი. მისი ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად ის არის 1 მონოგრაფიისა და 35-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი/თანაავტორი. ძირითადი პერსონალის სახით მონაწილეობა აქვს მიღებული შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით განხორციელებულ სამ პროექტში. მათ შორისაა წინამდებარე საგრანტო პროექტის გამოყენებითი შემადგენლებისთვის სასაფუძვლოდ მნიშვნელოვანი 2017 წლის ფონდის წარმატებული AR/122/4-105/14 პროექტი (იხილეთ ფონდის ვებ-გვერდზე
https://rustaveli.org.ge/eng/tsarmatebuli-proeqebi-da-mecnierebi/kidev-erti-nabiji-mosaubre-kartuli-tvitganvitarebadi-intelektualuri-korpusisaken მისამართზე განთავსებული მასალა). გარდა ამისა, 2021 წლიდან ის არის საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის სექციის „ლოგიკა, ენა, ხელოვნური ინტელექტი“ თანახელმძღვანელი.