|
|
01.07.2008 ქართული ენის, ლოგიკისა და გამომთვლელის ახალგაზრდულმა ჯგუფმა თსუ I კორპუსში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის დარბაზში, გააკეთა საგანმანათლებლო სემინარი თემაზე: ქართული ინტელექტუალური კომპიუტერული სისტემის კონსტრუირების ამოცანა და ქართული ენის წინაშე მდგარი საფრთხეები

ამა წლის 26 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის დარბაზში, ქართული ენის, ლოგიკისა და გამომთვლელის ახალგაზრდულმა ჯგუფმა გააკეთა საგანმანათლებლო სემინარი თემაზე: ქართული ინტელექტუალური კომპიუტერული სისტემის კონსტრუირების ამოცანა და ქართული ენის წინაშე მდგარი საფრთხეები.
სასემინარო საკითხების ნუსხა:
- საბაზისო ბუნებრივენობრივი ინტელექტუალური კომპიუტერული სისტემების კონსტრუირების მიზნით დღეს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებისა და ამ ფონზე ქართული ენის წინაშე მდგარი საფრთხეების მოკლე მიმოხილვა - ა.მასხარაშვილი ნ.ფხაკაძე, ლ.აბზიანიძე, ნ.ვახანია, ლ.გურასაშვილი
- ქართული ინტელექტუალური კომპიუტერული სისტემის კონსტრუირების მიზნით ადგილობრივად მიმდინარე პროცესების მოკლე მიმოხილვა - ლ.აბზიანიძე, ნ.ფხაკაძე, ა.მასხარაშვილი, ლ.გურასაშვილი
- ქართული ენის არადაკნინებული არსებობის უზრუნველყოფის ეროვნული მიზანი და აქედან მომდინარე პასუხისმგებლობები - ნ.ვახანია, ბ.ჩიქვინიძე, ნ.ფხაკაძე, ა.მასხარაშვილი, ნ.ლაბაძე,
მ.ბერიაშვილი, ლ.აბზიანიძე, ლ.გურასაშვილი
- რა ღონისძიებები უნდა განხორციელდეს პირველ ქართულ უნივერსიტეტში იმისათვის, რომ ქართული ენა მის წინაშე მდგარ საფრთხეებს ავაშოროთ - ა.მასხარაშვილი, ნ.ფხაკაძე, ნ.ვახანია,
ლ. აბზიანიძე, ლ.გურასაშვილი
- დისკუსია
მოსაწვევი
|
|
|