საორგანიზაციო და პროგრამული კომიტეტი

დავით კურცხალია არის საზაფხულო სკოლის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი, ტექნიკური ასისტენტი.
დავით კურცხალიას სამეცნიერო ინტერესთა სფეროა ლოგიკა, ენა, ხელოვნური ინტელექტი. ამჟამად დავით კურცხალია არის ქართული ენის ტექნოლოგიზების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის მკვლევარი. ამავდროულად, დავით კურცხალია დამხმარე მკვლევარის სახით ჩართული იყო კონსტანტინე ფხაკაძის ხელმძღვანელობით მოქმედი გრძელვადიანი პროექტების „ქართული ენის ტექნოლოგიური ანბანი“ და „აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების გეგმა-პროგრამას“ AR/122/4-105/14 ქვეპროექტში „კიდევ ერთი ნაბიჯი მოსაუბრე ქართული თვითგანვითარებადი ინტელექტუალური კორპუსისაკენ“, რომელიც დააფინანსა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა და რომელიც თავად ფონდის საბჭოს მიერ 2017 წელს ფონდის ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად გამოცხადდა (http://www.rustaveli.org.ge/geo/tsarmatebuli-proeqebi/kidev-erti-nabiji-mosaubre-kartuli-tvitganvitarebadi-intelektualuri-korpusisaken).
ის არის 10-ზე მეტი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე, 40-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციისა და 1 მონოგრაფიის ავტორი/თანაავტორი.