საორგანიზაციო და პროგრამული კომიტეტი
კონსტანტინე დემურჩევი არის საზაფხულო სკოლის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი, ტექნიკური ასისტენტი.
კონსტანტინე დემურჩევის ინტერესთა სფეროს წარმოადგენს ლოგიკა, ენა, ხელოვნური ინტელექტი. 2017 წლიდან არის სტუ „ინფორმატიკის“ სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი და კონსტანტინე ფხაკაძის ხელმძღვანელობით ამუშავებს სადოქტორო თემას „ქართული ჭკვიანი კორპუსის ახალი განმავითარებელი ინსტრუმენტებისა და მეთოდების შემუშავება და არსებულთა გაუმჯობესება“, რომელიც ქართული ენის ტექნოლოგიზების ცენტრის 2012 წლიდან მოქმედი გრძელვადიანი პროექტის „ქართული ენის ტექნოლოგიური ანბანი“ ერთ-ერთი ქვეპროექტია.
ის არის 4 საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე და 7 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი/თანაავტორი.