საორგანიზაციო და პროგრამული კომიტეტი

Speaker 1

შალვა მალიძე არის საზაფხულო სკოლის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი, ტექნიკური ასისტენტი.

შალვა მალიძის სამეცნიერო ინტერესთა სფეროა ლოგიკა, ენა, ხელოვნური ინტელექტი. 2016 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ინფორმატიკის“ სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი და კონსტანტინე ფხაკაძის ხელმძღვანელობით ამუშავებს სადოქტორო თემას „ქართული ჭკვიანი კორპუსის ახალი განმავითარებელი ინსტრუმენტებისა და მეთოდების შემუშავება და არსებულთა გაუმჯობესება“, რომელიც ქართული ენის ტექნოლოგიზების ცენტრის 2012 და 2015 წლებიდან მოქმედი გრძელვადიანი პროექტების „ქართული ენის ტექნოლოგიური ანბანი“ და „აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების გეგმა-პროგრამა“ ქვეპროექტია.
2018 წელს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა მისი სადოქტორო კვლევით მაშინ უკვე მიღწეულ შედეგების გათვალისწინებით დაფინანსება გამოყო კონსტანტინე ფხაკაძის ხელმძღვანელობით შემუშავებულ შალვა მალიძის PHDF-18-1228 პროექტზე „ქართული აფხაზური ენებით ევროკავშირში ანუ სადოქტორო თემა - ქართული უნივერსალური ჭკვიანი კორპუსის ახალი განმავითარებელი ინსტრუმენტებისა და მეთოდების შემუშავება და არსებულთა გაუმჯობესება“. ის იყო დამხმარე მკვლევარი ფონდის მიერ 2017 წელს წარმატებულ პროექტად გამოცხადებულ AR/122/4-105/14 პროექტში (http://www.rustaveli.org.ge/geo/tsarmatebuli-proeqebi/kidev-erti-nabiji-mosaubre-kartuli-tvitganvitarebadi-intelektualuri-korpusisaken).
შალვა მალიძე არის 5-ზე მეტი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე, 25-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციისა და 1 მონოგრაფიის ავტორი/თანაავტორი.

;