საორგანიზაციო და პროგრამული კომიტეტი

Speaker 1

გიორგი ჩიჩუა არის საზაფხულო სკოლის ასისტენტი და პროგრამული და საორგანიზაციო კომიტეტების წევრი. ასევე, ის არის სკოლის გუნდური შეჯიბრის მაორგანიზებელი ჯგუფის წევრი.

გიორგი ჩიჩუას სამეცნიერო ინტერესთა სფეროა ლოგიკა, ენა, ხელოვნური ინტელექტი. 2017 წელს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით მან წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ქართული მეტყველების დამუშავებაში (ამოცნობა, სინთეზი) კონსტანტინე ფხაკაძის ხელმძღვანელობით. ამჟამად არის ქართული ენის ტექნოლოგიზების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის მკვლევარი.
გიორგი ჩიჩუა ძირითადი მკვლევარის სახით ჩართული იყო კონსტანტინე ფხაკაძის ხელმძღვანელობით მოქმედი გრძელვადიანი პროექტების „ქართული ენის ტექნოლოგიური ანბანი“ და „აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების გეგმა-პროგრამა“ ოთხ ქვეპროექტში (ესენია: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინასებული FR/362/4-105/12 პროექტი „ქართული ენის ლოგიკური გრამატიკის საფუძვლები და მისი გამოყენება საინფორმაციო ტექნოლოგიებში“; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ დაფინასებული №048-13 პროექტი „ქართული ენის ტექნოლოგიური ანბანის ასაგებად აუცილებელი რიგი სისტემების გაფართოებადი (სწავლებადი) საინტერნეტო ვერსიების შემუშავება“; შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინასებული DO/308/4-105/14 პროექტი „ქართული ენით ევროკავშირში ანუ სადოქტორო თემა - ქართული გრამატიკული მართლმწერი (ანალიზატორი)“; შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული AR/122/4-105/14 პროექტი „კიდევ ერთი ნაბიჯი მოსაუბრე ქართული თვითგანვითარებადი ინტელექტუალური კორპუსისაკენ“). გარდა ამისა, გიორგი ჩიჩუა იყო ერთ-ერთი ძირითადი მკვლევარი ფონდის მიერ 2017 წელს წარმატებულ პროექტად გამოცხადებულ AR/122/4-105/14 პროექტშიც (http://www.rustaveli.org.ge/geo/tsarmatebuli-proeqebi/kidev-erti-nabiji-mosaubre-kartuli-tvitganvitarebadi-intelektualuri-korpusisaken).
ის არის 20-ზე მეტი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე, 80-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციისა და 1 მონოგრაფიის ავტორი/თანაავტორი.

;