ლექტორები
ალექსანდრე ხარაზიშვილი წაიკითხავს ლექციას თემაზე “თითქმის ინვარიანტული სიმრავლეების გამოყენებების შესახებ”, რომელიც ეძღვნება შალვა ფხაკაძის სამეცნიერო მოღვაწეობის ზომის თეორიის ეტაპს.
ალექსანდრე ხარაზიშვილის სამეცნიერო კვლევის ინტერესებს წარმოადგენს სიმრავლეთა თეორია და კომბინატორიკა, ამოზნექილი გეომეტრია, ზომის თეორია და ნამდვილი ანალიზი.
მას გამოქვეყნებული აქვს 300-ზე მეტი სამეცნიერო შრომა, 20-ზე მეტი მონოგრაფია, მიღებული აქვს მონაწილეობა 50-ზე მეტ საერთაშორისო კონფერენციაში.