ლექტორები

Speaker 7

ზურაბ ხასიდაშვილი წაიკითხავს ლექციას თემაზე „აღნიშვნათა თეორიიდან გამოსახულებათა გადამწერ სისტემებამდე“, რომელიც ეძღვნება შალვა ფხაკაძის სამეცნიერო მოღვაწეობის მათემატიკური ლოგიკის ეტაპს.

ზურაბ ხასიდაშვილი არის ინტელ (Intel) კორპორაციის უფროსი ინჟინერ-პროგრამისტი. 1991 წელს მათემატიკურ ლოგიკაში დისერტაცია დაიცვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1992-1998 წლებში როგორც პოსტდოქტორანტი მუშაობდა ინრიაში (INRIA) (პარიზი), ნორვიჩის აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტში (ინგლისი), ნტტ (NTT) ატცუგის კვლევით ლაბორატორიაში (იაპონია). ისრაელში გადასვლის შემდეგ, 1998 წელს, მუშაობდა ბენ-გურიონისა და ბარ-ილანის უნივერსიტეტებში. 1999 წლიდან შეუერთდა ინტელის ფორმალური ტექნოლოგიების ჯგუფს ხაიფაში.
ინტელში გადასვლამდე მას მნიშვნელოვანი კვლევითი წვლილი აქვს შეტანილი ტერმთა გადამწერი სისტემებისა და ლამბდა აღრიცხვის განვითარებაში. ამჟამად ის მუშაობს პროდუქციის წარმოებასა და ლოგიკურ ვერიფიკაციებში დიდი მონაცემების ანალიზის გამოყენებებში. ის არის 50-ზე მეტი პუბლიკაციისა და პატენტის ავტორი და მრავალი საერთაშორისო კონფერენციისა და სიმპოზიუმის საორგანიზაციო და პროგრამული კომიტეტების წევრი.

;