ლექტორები

ხიმურ რუხაია წაიკითხავს ლექციას თემაზე „შალვა ფხაკაძის სამეცნიერო მოღვაწეობის მოკლე მიმოხილვა“, რომელიც ეძღვნება შალვა ფხაკაძის სამეცნიერო მოღვაწეობის როგორც პირველ - ზომის თეორიის, ისე მეორე - მათემატიკური ლოგიკის ეტაპს.
ხიმურ რუხაიას სამეცნიერო კვლევის ინტერესებს წარმოადგენს კლასიკური მათემატიკური ლოგიკა, თეორიული პროგრამირება, ავტომატური მტკიცებების თეორია, აღნიშვნათა თეორია, ხელოვნური ინტელექტი. დისერტაცია დაიცვა 1980 წელს. აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო შრომა, არის 60-ზე მეტი საერთაშორისო კონფერენციის, სკოლისა და ვორკშოფის მონაწილე და საორგანიზაციო/პროგრამული კომიტეტის წევრი.
ამჟამად არის გამოყენებითი ლოგიკისა და პროგრამირების სასწავლო სამეცნიერო ლაბორატორიის გამგე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.