ლექტორები
ალექსანდრე მასხარაშვილი წაიკითხავს 3 დღიან სალექციო კურსს „ლოგიკური გრამატიკები ბუნებრივი ენებისთვის: სინტაქსი, სემანტიკა და მათი ურთიერთმიმართება“. ამავდროულად, ის არის სკოლის გუნდური შეჯიბრის მაორგანიზებელი ჯგუფის წევრი.
ალექსანდრე მასხარაშვილმა დაიცვა სადოქტორო დისერტაცია დისკურსის მოდელირებაში აბსტრაქტული კატეგორიული გრამატიკების გამოყენებით ლორენის უნივერსიტეტში, საფრანგეთში. ამავდროულად ის იყო ინრიას ჯგუფის, სახელად "სემაგრამმის," დოქტორანტი წევრი. მისი სამეცნიერო ინტერესის სფეროა ენის მათემატიკური შესწავლა, რაც მოიცავს მათემატიკური მიდგომების გამოყენებით სინტაქსის, სემანტიკის, დისკურსის და დიალოგის მოდელირებას. ამჟამად იგი გოტებორგის უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტ მკვლევარია.
სამეცნიერო სამუშაოსთან ერთად, რომელიც მისი ძირითადი მოვალეობაა, იგი ასევე კითხულობს ლექციებს გოტებორგის უნივერსიტეტის გამოთვლითი ენათმეცნიერების სამაგისტრო პროგრამაში.