ლექტორები

Speaker 4

ლაშა აბზიანიძე წაიკითხავს 3 დღიან სალექციო კურსს „ბუნებრივი თეორემების მამტკიცებელი ბუნებრივი ენისთვის“. ამავდროულად, ის არის სკოლის გუნდური შეჯიბრის მაორგანიზებელი ჯგუფის წევრი.

ლაშა აბზიანიძე არის პოსტდოქტორანტ მკვლევარი გრონინგენის უნივერსიტეტში. 2017 წელს მას მიენიჭა დოქტორის ხარისხი ტილბურგის უნივერსიტეტისგან. მის სადოქტორო კვლევაში მან შექმნა ახალი თეორემების მამტკიცებელი, რომელიც პირდაპირ ოპერირებს ინგლისურ წინადადებებზე და შედეგად საშუალებას იძლევა მათზე ავტომატური მტკიცებების წარმოებისა.
2017 წლიდან, "პარალელური სემანტიკური ბანკის" პროექტის ფარგლებში, იგი მუშაობს კონკრეტული ენისგან დამოუკიდებელ ფორმალურ სემანტიკურ გამოსახულებებზე.
ლაშა აბზიანიძეს გამოქვეყნებული აქვს 10-ზე მეტი სტატია მოწინავე საერთაშორისო კონფერენციების შრომებსა და ჟურნალებში, გაკეთებული აქვს 20-ზე მეტი მოხსენება მოწინავე საერთაშორისო კონფერენციებსა და ვორკშოფებზე. ის არის 2019 წლის საერთაშორისო "საერთო ამოცანის" ერთ-ერთი თანაორგანიზატორი.

;