ლექტორები
ჟან-ფილიპ ბერნარდი წაიკითხავს 3 დღიან სალექციო კურსს „ბუნებრივი ენის ალბათური სემანტიკა“.
ბერნანდს 2011 წელს ტიპთა თეორიასა და პროგრამულ სისტემებში მიენიჭა დოქტორის წოდება ჩალმერსის უნივერსიტეტისგან, სადაც სადოქტოროს დაცვის შემდეგ გააგრძელა მუშაობა პოსტდოქტორანტად და შემდეგ უკვე ასისტენტ პროფესორად. იქვე, 2014 წელს, მიენიჭა დოცენტის აკადემური წოდება.
ბერნარდი, რომლის სამეცნიერო პუბლიკაციათა რაოდენობა ოცდათხუთმეტს აჭარბებს, ამჟამად გოტებორგის უნივერსიტეტის მკვლევარია. ის გამოირჩევა თავისი მრავალპროფილური სამეცნიერო ექსპერტიზით, რაც მოიცავს შემდეგ დარგებს: ლოგიკა, პროგრამირების ენები და მათი სემანტიკა, მანქანური სწავლება, ბუნებრივი ენების დამუშავება და ბუნებრივი ენების სემანტიკა.
ბერნარდი ფუნქციონალურ პროგრამირების დარგში აქვეყნებს მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო კონფერენციებსა თუ ჟურნალებში. ამასთან, მანქანური სწავლების დარგში მის სახელს უკავშირდება ტენზორფლოუს პაკეტის ჰასკელის ინტერფეისი. მანვე კოლეგებთან ერთად შექმნა ბუნებრივ ენაში გამომდინარეობის პირველი ალბათური მოდელი კომპიუტერული იმპლემენტაციით.