ლექტორები

Speaker 11

იოჰან ბოსი წაიკითხავს 2 დღიან სალექციო კურსს „პარალელური სემანტიკური ბანკი: მრავალენოვან თარგმანთა კორპუსი ანოტირებული კომპოზიციური სემანტიკური გამოსახულებებით“.

იოჰან ბოსი არის გრონინგენის უნივერსიტეტის პროფესორი გამოთვლით სემანტიკაში. მას მიანიჭა დოქტორის ხარისხი ზაარლანდის უნივერსიტეტმა. მუშაობდა პოსტდოქტორანტ მკვლევრად ედინბურგის საპიენცის უნივერსიტეტებში.
ბოსი არის "ბოქსერის" შემქმნელი (მოწინავე ფართო სპექტრის სემანტიკური ანალიზატორი ინგლისურისთვის), "გრონინგენის სემანტიკური ბანკის" (სემანტიკურად ანოტირებული ტექსტების მასიური კორპუსი) ინიციატორი და, ასევე, "ვორდრობის" (თამაში სემანტიკური ანოტირების მიზნით) გამომგონებელი.
2015 წელს ბოსმა მიიღო €1.5 მილიონიანი "ვიჩი" გრანტი ნიდერლანდების სამეცნიერო კვლევითი ორგანიზაციისგან, იმ მიზნით, რომ გამოიკვლიოს თუ რა როლს თამაშობს სემანტიკები მანქანურ და ხელით თარგმანში. ამ კვლევის კონკრეტულ პროდუქტს წარმოადგენს "პარალელური სემანტიკური ბანკი", რომელიც შეიცავს დეტალურ აღწერილობით გამოსახულებებს ინგლისური, გერმანული, ჰოლანდიური და იტალიური წინადადებების მნიშვნელობებისათვის.

;