ლექტორები

Speaker 10

თემურ კუცია წაიკითხავს ლექციას თემაზე „აღნიშვნათა თეორია, თარგთა აღრიცხვა და სასრული ტიპის შეთანადებები“, რომელიც ეძღვნება შალვა ფხაკაძის სამეცნიერო მოღვაწეობის მათემატიკური ლოგიკის ეტაპს და 2 დღიან სალექციო კურსს „დამტკიცების და ამოხსნის მეთოდები ურანგო ლოგიკურ თეორიებში“.

თემურ კუციას კვლევის ინტერესები მოიცავს კომპიუტერული ლოგიკის და დეკლარაციული პროგრამირების საკითხებს.
უნიფიკაციის პრობლემებზე გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სტატია წამყვან ჟურნალებსა და კონფერენციების მასალებში. იყო 20 საერთაშორისო კონფერენციის და სეზონური სკოლის ორგანიზატორი, 40-ზე მეტი კონფერენციის პროგრამული კომიტეტის წევრი. ლინცის უნივერსიტეტში უძღვებოდა ათ სხვადასხვა სალექციო კურსსა და სემინარს. იყო მრავალი სხვადასხვა საერთაშორისო სეზონური სკოლისა და კონფერენციის მიწვეული ლექტორი/მომხსენებელი.

;