საინტერნეტო სივრცეში შშმ პირებისა და არამხოლოდ შშმ პირების უფრო მეტი და უფრო თავისუფალი ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქართული ენის ტექნოლოგიზების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი იწყებს ნოვაციური სახის სოციალური პროექტების საცდელ-სამომხმარებლო დანერგვას.

    ქვემოთ წარმოგიდგენთ (იხ. 1, 2, 3 და 4 ვიდეოინსტრუქციები) ცენტრში შემუშავებული (ავტორები: კონსტანტინე ფხაკაძე, მერაბ ჩიქვინიძე, გიორგი ჩიჩუა, დავით კურცხალია) ქართული ხმოვანი ბრაუზერის ანუ გზამკვლევის იმ პირველ საცდელ-სამომხმარებლო ვერსიას, რომელიც არასრული მოცულობით უკვე მორგებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე (gtu.ge), ვებ-გვერდზე "მანგლელი მიტროპოლიტი ანანია" (meufeanania.info), მაივიდეოჯი პორტალზე (myvideo.ge), ქართულ ვიკიპედიაზე (ka.wikipedia.org).

    და ბოლოს, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ ზემოთ წარმოდგენილია ქართული ხმოვანი გზამკვლევის მხოლოდ საცდელ-სამომხმარებლო ვერსია და, აქედან გამომდინარე, გთხოვთ, მოგვაწოდოთ შეტყობინებები სისტემის ფუნქციონირებისას გამოვლენილ ნაკლოვან მხარეებსა და შეცდომებზე. - ეს ჩვენ დაგვეხმარება სისტემის შემდგომი ხარისხობრივად გაუმჯობესებული ვერსიების აგებაში.

ვიდეოინსტრუქცია 1
ვიდეოინსტრუქცია 2
ვიდეოინსტრუქცია 3
ვიდეოინსტრუქცია 4