ლექტორები

Speaker 13

ბაგჰერ ბაბაალი წაიკითხავს 2 დღიან სალექციო კურსს „ნეირონული ქსელები და N-გრამატიკებზე დაფუძნებული ენის მოდელები უწყვეტი მეტყველების ამომცნობისათვის“. ამავდროულად, ის არის სკოლის პროგრამული კომიტეტის წევრი.

ბაგჰერ ბაბაალიმ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია სამეტყველო ენის დამუშავებაში შარიფის ტექნოლოგიების უნივერსიტეტში 2009 წელს. ამის შემდეგ 9 თვის განმავლობაში იყო პოსტდოქტორანტი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში, სადაც მუშაობდა კალდი (Kaldi) სისტემაზე დოქტორ დანიელ პოუვის ხელმძღვანელობით. 2014 წელს ის მუშაობდა ეუ-ხიდის (Eu-bridge) პროექტზე ფბკ-ს (FBK-ს) მეტყველების ლაბორატორიაში (იტალია).
2014-2018 წლებში ის იყო სამეცნიერო მივლინებით სამხრეთ აფრიკაში; ედინბურგის უნივერსიტეტის ცსტრ (CSTR) ლაბორატორიაში პროფ. სტივ რენალის დამხმარედ; ალფანუმ (AlfaNum) კომპანიაში (სერბეთი), სადაც კალდი (Kaldi) ინსტრუმენტებით ამუშავებდა სერბულ და ხორვატულ მეტყველებებს; იანდექს (Yandex) კომპანიაში (მოსკოვი), სადაც აწარმოებდა რუსული ფონოლოგიის კალდი (Kaldi) ინსტრუმენტებით დამუშავების ექსპერიმენტებს; სინიკას აკადემიაში (ტაივანი); სეულში, ნავერ (Naver) კომპანიაში (კორეული გუგლი), სადაც მანქანური სწავლების მეთოდებით მუშაობდა მუსიკის ამოცნობისა და ხმის იდენტიფიკაციის პროექტებზე.
ის არის მრავალი მაღალრეიტინგული პუბლიკაციის ავტორი/თანაავტორი და სპარსული ენისათვის მეტყველების ამომცნობი სისტემის ერთ-ერთი თანაავტორი.

;